მოქმედებს მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით
ვმუშაობთ ყოველდღე 11-დან 8 საათამდე
info@itw.ge

შენს PC-ს AI აძვირებს? რატომ გაფრინდა RAM-ისა და SSD-ის ფასები

თუ კომპიუტერის განახლებას (Upgrade) გეგმავ და ფასები ბოლოს შარშან შეამოწმე, დღევანდელი ციფრები ნამდვილად გაგაოცებს. DDR5 RAM-ის ფასი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა, გაძვირდა DDR4-იც და SSD-ებიც.

მოკლედ რომ ვთქვათ: ტექნოლოგიური სამყარო AI-ის ბუმმა შეიპყრო, ამის საფასურს კი გეიმერები ვიხდით.

 

რა შუაშია ხელოვნური ინტელექტი?

AI-ს მუშაობისთვის უზარმაზარი რაოდენობის სწრაფი მეხსიერება სჭირდება. ჩიპების გიგანტებმაც (Samsung, Micron) თავისი სიმძლავრეები სერვერული მეხსიერების დამზადებაზე მიმართეს, რადგან იქ ბევრად დიდი მოგებაა.

შედეგად, ჩვეულებრივი PC-ისთვის განკუთვნილი RAM-ისა და SSD-ების გამოშვება შემცირდა და ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა. AI-ს გამოყენება სულ რომ არ გინდოდეს, მისი არსებობაც კი შენს ჯიბეზე გავლენას მაინც ახდენს.

 

რას უნდა ველოდოთ მომავალში?

თუ გეგონა, რომ ეს დროებითია, სამწუხარო ამბავი გვაქვს:

ახლო მომავალში: ჩიპების ფასები კიდევ იზრდება, რაც მაღაზიებში RAM-ებსა და SSD-ებს უფრო გააძვირებს.

მომავლის პერსპექტივა: Micron-ის პროგნოზით, 2027–2028 წლებში დეფიციტი კიდევ გასტანს, რადგან ახალ ქარხნებს ამუშავებისთვის დრო სჭირდება.

 

რას ნიშნავს ეს შენი PC-ისთვის?

ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანი PC-ის ყველა ნაწილი 4-ჯერ გაძვირდა — გაძვირდა RAM და SSD, რაც ნიშნავს, რომ ძველი ბიუჯეტით იმავე მონსტრი სეტაპის აწყობას ვეღარ შეძლებ.

თუ ახალი PC-ის აწყობა გარდაუვალია, ჯობს იჩქარო. ფასების კლების პირველი ნიშნებიც კი არ ჩანს, დაყოვნებამ კი შეიძლება თვეების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ხარჯი მოგიტანოს.