ვმუშაობთ ყოველდღე 11-დან 8 საათამდე 591-84-44-48 | 2-12-13-30 info@itw.ge
მოქმედებს მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით

პროცესორები - CPU

პროცესორი (CPU) კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის საერთო წარმადობაზე. სწორი პროცესორის შერჩევა დამოკიდებულია კომპიუტერის დანიშნულებაზე — Gaming-ისთვის, ყოველდღიური გამოყენებისთვის თუ პროფესიონალური სამუშაოებისთვის განსხვავებული წარმადობა და შესაძლებლობები შეიძლება იყოს საჭირო.

ITWorks-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ Intel და AMD პროცესორები სხვადასხვა სეგმენტისა და ბიუჯეტისთვის. პროცესორის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბირთვებისა და ნაკადების რაოდენობა ან სიხშირე, არამედ კონკრეტული მოდელის წარმადობა, ენერგომოხმარება, პლატფორმა და იმ დედა დაფასთან თავსებადობა, რომელზეც სისტემა უნდა აიწყოს.

Gaming კომპიუტერისთვის პროცესორის შერჩევისას გასათვალისწინებელია ვიდეო ბარათი, სასურველი გარჩევადობა და თამაშები, რომლებსაც იყენებთ. სამუშაო სისტემებისთვის კი არჩევანი უფრო მეტად დამოკიდებულია კონკრეტულ პროგრამებსა და შესასრულებელი პროექტების მასშტაბზე.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი CPU შეესაბამება თქვენს კომპიუტერს, ITWorks-ის გუნდი დაგეხმარებათ Intel-ისა და AMD-ის შესაბამისი მოდელის შერჩევასა და სხვა კომპონენტებთან თავსებადობის შემოწმებაში.

აჩვენეთ 12
აჩვენეთ 12
აჩვენეთ 15
აჩვენეთ 18
აჩვენეთ 21
აჩვენეთ 24
აჩვენეთ 27
აჩვენეთ 30
დამატების დროის კლებადობით
დამატების დროის კლებადობით
დამატების დროის ზრდადობით
ფასის კლებადობით
ფასის ზრდადობით
შემოთავაზების მიხედვით

ხშირად დასმული კითხვები

ორივე მწარმოებელს აქვს ძლიერი პროცესორები სხვადასხვა ფასისა და დანიშნულებისთვის. არჩევანი უმჯობესია გაკეთდეს კონკრეტული მოდელების წარმადობის, გამოყენების მიზნის, ბიუჯეტისა და დანარჩენი კომპონენტების მიხედვით და არა მხოლოდ ბრენდიდან გამომდინარე.
კომპონენტების შერჩვა იწყება ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყოველთივს მთავარია ბალანსი და არა ერთი ძლიერი კომპონენტი, ამიტომ შენ გჭირდება ის რომელიც შენს ბიუჯეტში საუკეთსო ბალანსს ქმნის დანარჩენ კომპონენტებთ. ხოლო თუ ბიუჯეტი განუსაზღვრელია და უბრალოდ ჩემპიონ Gaming პროცესორზე ვსაუბრობთ დღეს დღეობით AMD 3D არქიტექტურის პროცესორები საუკეთესოა Gaming-ში.
პირველ რიგში უნდა ემთხვეოდეს პროცესორისა და დედა დაფის სოკეტი. ასევე საჭიროა ჩიპსეტის მხარდაჭერისა და BIOS-ის შესაბამისი ვერსიის გადამოწმება. თუმცა ტექნიკური თავსებადობა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ კონკრეტული დედა დაფა პროცესორისთვის ოპტიმალური არჩევანია. განსაკუთრებით მძლავრი და მაღალი ენერგომოხმარების პროცესორების შემთხვევაში გასათვალისწინებელია დედა დაფის კვების სისტემა (VRM) და მისი გაგრილება. ამიტომ მაღალი კლასის პროცესორთან ძალიან ბიუჯეტური დედა დაფის გამოყენება შეიძლება არ იყოს რეკომენდებული, მიუხედავად იმისა, რომ პროცესორი ოფიციალურად თავსებადია.
არა. ბირთვების მეტი რაოდენობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პროცესორი ყველა შემთხვევაში უფრო სწრაფი იქნება. Gaming-ში მნიშვნელოვანია პროცესორის არქიტექტურა, ერთი ბირთვის წარმადობა, სიხშირე, Cache და თავად თამაშის მიერ პროცესორის რესურსების გამოყენება. დამატებითი ბირთვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Rendering-ის, ვიდეოს დამუშავების, Streaming-ისა და სხვა მრავალნაკადიანი სამუშაოებისთვის.
არა ყოველთვის. თუ ახალი პროცესორი თავსებადია არსებული დედა დაფის სოკეტთან, ჩიპსეტთან და BIOS-ის ვერსიასთან, დედა დაფის შეცვლა შეიძლება საჭირო არ იყოს. თუმცა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა საკმარისი არ არის. მძლავრი და მაღალი ენერგომოხმარების პროცესორის დაყენებისას გასათვალისწინებელია დედა დაფის კვების სისტემაც (VRM) — ძალიან ბიუჯეტური დედა დაფა შეიძლება ფორმალურად თავსებადი იყოს, მაგრამ მაღალი კლასის პროცესორისთვის ოპტიმალური არჩევანი არ იყოს.