ეძებთ სათამაშო, სამუშაო ან სარენდერო კომპიუტერს? ITWorks-ში დაგხვდებათ მზა კონფიგურაციები და ინდივიდუალურად აწყობილი სისტემები, რომლებიც გათვლილია თანამედროვე თამაშებისთვის, 3D მოდელირებისთვის, Render-ისთვის, ვიდეო მონტაჟისა და სხვა რესურსმომთხოვნი სამუშაოებისთვის.
შეარჩიეთ მზა კონფიგურაცია, შეცვალეთ ნებისმიერი კომპონენტი ან ჩვენი კონფიგურატორის დახმარებით შექმენით თქვენზე მორგებული სისტემა. თითოეული კომპიუტერი პროფესიონალურად იგება, გადის სრულ დიაგნოსტიკასა და სტაბილურობის შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა მომხმარებელს.
Gaming ან Workstation კომპიუტერის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია სისტემის სწორი ბალანსი. ხშირად მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას მხოლოდ პროცესორს ან ვიდეო ბარათს აქცევენ, თუმცა რეალურ წარმადობაზე გავლენას დედაპლატა, ოპერატიული მეხსიერება, SSD, გაგრილება და კვების ბლოკიც ახდენს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა კომპონენტი ერთმანეთთან სწორად იყოს შერჩეული.
Gaming კომპიუტერის შემთხვევაში კონფიგურაცია უნდა შეესაბამებოდეს იმ თამაშებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად თამაშობთ, ასევე მონიტორის გაფართოებასა და განახლების სიხშირეს. განსხვავებული მოთხოვნები აქვს Full HD, 2K და 4K გეიმინგს, ამიტომ უნივერსალური გადაწყვეტა ყოველთვის არ არსებობს.
თუ კომპიუტერს პროფესიონალური სამუშაოსთვის არჩევთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომელ პროგრამებთან მუშაობთ. 3D მოდელირება, Render, ვიდეო მონტაჟი, არქიტექტურული პროექტირება, პროგრამირება და სხვა პროფესიონალური მიმართულებები ერთმანეთისგან განსხვავებულ რესურსებს მოითხოვს, ამიტომ კონფიგურაციაც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.
ITWorks-ში შეგიძლიათ შეიძინოთ მზა Gaming და Workstation კომპიუტერები, შეცვალოთ ნებისმიერი კომპონენტი ან ჩვენი კონფიგურატორის დახმარებით ააწყოთ თქვენზე მორგებული სისტემა. თუ არჩევანში ეჭვი გეპარებათ, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ისეთი კონფიგურაციის შერჩევაში, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენებს თქვენს ბიუჯეტს და რეალურად მოერგება თქვენს საჭიროებებს.